1767784333
უცხოეთი
პარიზის აეროპორტებში თოვლის გამო ასობით რეისი გაუქმდა
თოვლის გამო, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ასამდე რეისი გაუქმდა, ორლის აეროპორტში კი დაახლოებით 40, - ამის შესახებ BMFTV- მ გაავრცელა ინფორმაცია.
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ფილიპ ტაბარომ განაცხადა, რომ პარიზში, ხანგრძლივი უამინდობის გამო, ფრენების გაუქმება მოსალოდნელი იყო.
როგორც საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რეისების გაუქმებამ, რომელიც ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებით არის გამოწვეული, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ორლისა და შარლ დე გოლის აეროპორტებში დაგეგმილი დილის რეისების დაახლოებით 40%-ზე.