პალესტინის „ისლამური ჯიჰადი“ ღაზას სექტორის განიარაღების გეგმას დათანხმდა
პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტული დაჯგუფება ღაზას სექტორის განიარაღების შესახებ „მშვიდობის საბჭოს“ მიერ შემუშავებულ გეგმას დათანხმდა. ამის შესახებ არაბულმა წყაროებმა საუდის არაბეთის გაზეთ „ალ-არაბიას“ აცნობეს.
„ჰამასი“ გეგმას ოფიციალურად გასულ კვირას დათანხმდა. „ისლამური ჯიჰადი“, რომელიც მჭიდრო კავშირშია ირანთან და მის მიერ ფინანსდება, „ჰამასზე“ უფრო პატარა და ნაკლებად ძლიერია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი მოთამაშეა ღაზას სექტორში.
გეგმა ითვალისწინებს ტერორისტული დაჯგუფებების მიერ იარაღის დაყრას და ისრაელის ძალების ღაზას სექტორიდან გასვლას, რაც ახალ, ტექნოკრატიულ მთავრობას საშუალებას მისცემს, იარაღსა და ადმინისტრაციულ ძალაუფლებაზე მონოპოლია აიღოს.
ისრაელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარებს ღაზადან იქამდე არ გაიყვანს, სანამ „ჰამასი“ ნამდვილად არ განიარაღდება.
მხარეებს ამჟამად 14-დღიანი ვადა აქვთ, რომლის განმავლობაშიც ისინი წინადადების თითოეული ეტაპის განხორციელების განრიგზე უნდა შეთანხმდნენ.