Loading data...
პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტებმა სამხედრო ძალების შტაბ-ბინასთან თავი აიფეთქეს - დაშავდა, სულ მცირე, 5 ადამიანი

პაკისტანში სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა პაკისტანის სამხედრო ძალების შტაბ-ბინასთან აიფეთქა. 

როგორც „reuters“-ი იტყობინება, სამივე მათგანი ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე, 5 ადამიანი დაშავდა. 

„პირველმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა პოლიციის მთავარ შესასვლელზე განახორციელა, დანარჩენები კი შენობაში შევიდნენ“, - განუცხადა „reuters“-ს პაკისტანის მთავრობის მაღალჩინოსანმა კონფიდენციალურად. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.