Loading data...
პაკისტანში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

პაკისტანის დედაქალაქში, რაიონული სასამართლოს შენობის წინ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ასევე, დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ავტომობილებიც. დაღუპულები ძირითადად გამვლელები ან სასამართლო სხდომაზე მისული პირები არიან.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.