Loading data...
პაკისტანის შუამავლობით მიღწეული აშშ-ირანის შეთანხმების საბოლოო პროექტი, შესაძლოა, რამდენიმე საათში გამოცხადდეს - „ალ არაბია“ მიღწეული შეთანხმების ძირითად პუნქტებს აქვეყნებს

„ალ არაბიას“ წყაროების ცნობით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის პაკისტანის შუამავლობით მიღწეული შესაძლო შეთანხმების საბოლოო ვერსია, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გამოცხადდება.

მისი ძირითადი პირობები ტელეარხმა ექსკლუზიურად მოიპოვა.

გამოცემა, ასევე, აქვეყნებს მიღწეული შეთანხმების ძირითად პუნქტებს: 👇

1. დაუყოვნებლივი, ყოვლისმომცველი, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ყველა ფრონტზე, მათ შორის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ფრონტებზე

2. ორმხრივი ვალდებულება, არ მოხდეს სამხედრო, სამოქალაქო ან ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დაბომბვა

3. სამხედრო ოპერაციების დასრულება და მედია ომის შეჩერება

4. ვალდებულებები სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პატივისცემის შესახებ

5. ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფა არაბეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტესა და ომანის ყურეში

6. ერთობლივი მექანიზმი განხორციელების და დავების გადაჭრის მონიტორინგისთვის

7. მოლაპარაკებები გადაუჭრელ საკითხებზე შვიდი დღის განმავლობაში დაიწყება

8. აშშ-ის სანქციების თანდათანობითი მოხსნა ირანის მიერ შეთანხმების პირობებისადმი დაცვის სანაცვლოდ

9. შეთანხმების პროექტი ადასტურებს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის დაცვას

10. შეთანხმება ძალაში შევა ორივე მხარის მიერ ოფიციალურად გამოცხადებისთანავე