Loading data...
პაკისტანის შეიარაღებული ძალები: ავღანეთში დარტყმების შედეგად „თალიბანის“ 274 მებრძოლი დაიღუპა

ავღანეთში აცხადებენ, რომ პაკისტანთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. წერს „როიტერი“.

საჰაერო დარტყმების დაწყებამდე პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა განაცხადა, რომ ავღანეთის „თალიბანმა“ პაკისტანს „ღია ომი“ გამოუცხადა.

„პაკისტანის საჰაერო ძალების მიერ ქაბულის, ყანდაარისა და ფაქტიის პროვინციებში განხორციელებული კოორდინირებული დარტყმების შედეგად „თალიბანის“ რეჟიმის 274 მებრძოლი და ტერორისტი დაიღუპა, ხოლო 400-მდე დაშავდა“, - განაცხადა პაკისტანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა.

მისი თქმით, შეტაკებების შედეგად 12 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ამასთან, „თალიბანის“ წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ 55 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

„ავღანეთი პრობლემების მოგვარებას ყოველთვის დიალოგის გზით ცდილობს და ამ პრობლემის მოგვარებაც დიალოგის გზით გვსურს“, - აღნიშნა მუჯაჰიდმა.