Loading data...
პაკისტანი ირანის საკითხზე სამმხრივი შეხვედრის ჩატარების ინიციატივით გამოდის

საუდის არაბეთის, თურქეთის და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები 29-30 მარტს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავლენ და ირანის კონფლიქტის მოგვარებისა და რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციის საკითხზე მოლაპარაკებას გამართავენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც  პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასჰაკ დარმა X-ში დაწერა, იგეგმება მინისტრების შეხვედრა პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან, შაჰბაზ შარიფთან.

„პაკისტანი ძალზე მაღალ შეფასებას აძლევს თავის ურთიერთობებს მოძმე ქვეყნებთან - საუდის არაბეთთან, თურქეთთან და ეგვიპტესთან. ვიზიტის დროს შესაძლებლობა გვექნება კიდევ უფრო მჭირდო კოორდინაცია მოვახდინოთ ამ ქვეყნებთან სხვადასხვა საკითხებში, რომლებიც ყველას ინტერესში შედის“, - ამბობს ისჰაკ დარი.

პაკისტანი ბოლო დროს ირანსა და აშშ-ს შორის შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს. ისლამაბადს თეირანთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები აქვს. ასევე ისლამაბადს მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს ვაშინგტონთანაც.

თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ძალიან მალე აშშ-ის და ირანის წარმომადგენლებს შორის პირდაპირ შეხვედრას ელოდება. დეტალებზე გერმანელ მინისტრს არ უსაუბრია.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა პაკისტანის მეშვეობით ირანს კონფლიქტის მოგვარების 15-პუნქტიანი გეგ,ა გადასცა. ის ჰორმუზის სრუტის გავლით გემების მოძრაობის აღდგენას და ირანის მხრიდან ბირთვულ პროგრამაზე უარს ითვალისწინებს. თეირანის მხრიდან ამ გეგმაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა.