Loading data...
„ოზემპიკი“ საჭირო აღარ არის, აშშ-ში გახდომის პრეპარატმა, Wegovy-მა ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა

ამერიკის შეერთებული შტატების საკვებ პროდუქტებზე და წამლებზე სანიტარული ზედამხედველობის სააგენტომ დაამტკიცა პრეპარატ Wegovy-ს ვერსია ტაბლეტებში. პრეპარატს კომპანია Novo Nordisk აწარმოებს და აქამდე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მისი ვერსია ინიექციების სახით. ინფორმაციას medcitynews.com ავრცელებს.

პერორალური პრეპარატის ოფიციალური რეგისტრაცია Novo Nordisk-ს უპირატესობას აძლევს სხვა კომპანიებთან შედარებით, რადგანაც ტაბლეტის მიღება გასახდომად ინიექციასთან შედარებით უფრო კომფორტული ვარიანტია.

კლინიკური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პრეპარატის დახმარებით მაქსიმალური დოზის, 25 მგ-ის მიღებისას ადამიანი წელიწადში სხეულის მასის 14-15%-ს კარგავს, ყოველგვარი დიეტებისა და სპორტული დარბაზების გარეშე.

ერთი თვის დოზის ფასი აშშ-ში 149 დოლარიდან იწყება. ეს მინიმალური დოზაა. რაც შეეხება მაქსიმალურ დოზას, მისი ფასი ჯერ არ დასახელებულა.

ტაბლეტების მიღების შემდეგ ადამიანი არა მარტო მასაში იკლებს, არამედ მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინფარქტისა და ინსულტის რისკი. ასევე Wegovy-ს ტაბლეტების სავაჭრო ქსელში გამოჩენა იმათთვის არის შესანიშნავი ამბავი, ვინც ნემსის ჩხვლეტას ვერ იტანს.

„ოზემპიკი“ საჭირო აღარ არის! აშშ-ში დაარეგისტრირეს გახდომის ტაბლეტები. გაყიდვები უკვე იანვარში დაიწყება“, - წერენ ტელეგრამ-არხები.