„ოსკარის“ ლაურეატი, რეჟისორი პაველ ტალანკინი რუსეთში „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს
რუსი რეჟისორი, დოკუმენტალისტი, დოკუმენტური ფილმის „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ თანაავტორი პაველ ტალანკინი, რომელიც 2026 წლის „ოსკარის“ ლაურეატი გახდა, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოური აგენტების“ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ტალანკინი იყო რესპონდენტი სხვა „უცხოური აგენტების“ საინფორმაციო მოედნებზე, ის ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ და უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდიოდა.
დოკუმენტურმა ფილმმა „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ 2026 წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ მიიღო. 26 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში ამ ფილმის ჩვენება სასამართლომ აკრძალა. მის ვერდიქტში აღნიშნულია, რომ ფილმში არის ნაჩვენები „ნეგატიური დამოკიდებულება სახელმწიფო ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართ“.