Loading data...
ორბანმა მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ მობილურ აპლიკაციაზე კიბერშეტევის გამოძიების ბრძანება გასცა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ტისას“ წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმის გამოძიება ბრძანა.

უნგრეთის პრემიერმა, არ გამორიცხა, რომ მონაცემების დამუშავებაში უკრაინული კვალიც არსებობდეს.

ორბანმა Tisza-ს მობილურ აპლიკაციაზე კიბერშეტევას სკანდალი უწოდა, რომელმაც „უნგრეთის საზოგადოება აღაშფოთა“.

უნგრეთის პრემიერმა დასძინა, რომ მან ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები შეკრიბა, მონაცემთა ბაზის ანალიზმა კი გამოავლინა, რომ მონაცემების დამუშავებაში, სავარაუდოდ, უკრაინელი პირებიც იყვნენ ჩართული.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინელების ხელში მოხვედრილი მონაცემები „სერიოზულ საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას“ და ამიტომ მან საქმის გარემოებების დაუყოვნებლივი გამოძიება ბრძანა.