ორბანი ზელენსკის: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება მაგიდაზეა, აწი, შენი საქმის შენ იცი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ არ უპასუხებს პროვოკაციებს და კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ ორბანს არ ჰყავს ისეთი ჯარი, რომლის მეშვეობით ის რუსეთზე ზეწოლას განახორციელებს.
„ჩვენ არ ვუპასუხებთ არანაირ პროვოკაციას. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება მაგიდაზეა. გინდა დათანხმდი მას, გინდა ნუ დათანხმდები, შენი საქმის შენ იცი. ეს თქვენი პასუხისმგებლობაა“, - წერს ორბანი.
ცნობისთვის, ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროპაში არავის არ აქვს უკრაინის მსგავსი გამოცდილება. მისი თქმით, ორბანს არ ჰყავს ისეთი ჯარი, რომლის მეშვეობით ის რუსეთზე ზეწოლას განახორციელებს. „როგორ აპირებს ის პუტინზე ზეწოლის განხორციელებას? ხუმრობებით, ღიმილით? თავისთვის შეინახოს“, - დასძინა ზელენსკიმ.
We will not respond to any provocation. There is a ceasefire proposal on the table. Take it or leave it. It’s your responsibility. https://t.co/TIQAs7M3Im
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) December 18, 2024