ორბანი: ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ ითხოვა სახსრები უკრაინისა და ომის დასაფინანსებლად, ეს ასტრონომიული თანხაა, რომელიც დღეს არ არსებობს, უნგრეთი დაუყოვნებლივ უპასუხებს
ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ სთხოვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დამატებითი სახსრები უკრაინისა და ომის დასაფინანსებლად, ზუსტად რას ნიშნავს ეს? ევროკომისიის პრეზიდენტი ითხოვს, არც მეტი არც ნაკლები, დამატებით 135 მილიარდ ევროს ორი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისი თქმით, ეს არის უნგრეთის წლიური ეკონომიკური შემოსავლის 65%, ყველა უნგრელი პენსიონერის 7-წლიანი პენსია და ევროკავშირის წლიური ბიუჯეტის თითქმის 3/4.
„ასტრონომიული თანხა, რომელიც დღეს არ არსებობს. ის უბრალოდ არ არსებობს. ბრიუსელის „ჯადოსნური ხრიკი“ კვლავ იქნება ერთობლივი ევროპული სესხი, ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენი შვილიშვილებიც კი იძულებული იქნებიან, გადაიხადონ რუსეთ-უკრაინის ომის ხარჯები. ისინი ჩვენ, უნგრელებს, გვთხოვენ, რომ ამაში წვლილი შევიტანოთ. ქვეყანას, რომელსაც დღეში ერთი მილიონი ევროთი აჯარიმებენ, რადგან მიგრანტებს არ ვუშვებთ. ქვეყანას, რომელსაც ფინანსურად სჯიან, რადგან მას საკუთარი პოზიცია აქვს ომსა და გენდერულ იდეოლოგიაზე. ეს შეუძლებელზე მეტია. ეს კატეგორიულად აბსურდულია. უნგრეთი დაუყოვნებლივ უპასუხებს“, – ვიქტორ ორბანი.