ორბანი: უნგრეთისთვის პატივია დონალდ ტრამპის მშვიდობაზე ორიენტირებულ ინიციატივაში მონაწილეობა, მოუთმენლად ველოდები „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სესიას
ცვლილებების დროა, მშვიდობის დასაცავად განკუთვნილმა ძველმა საერთაშორისო სტრუქტურებმა ძალა დაკარგეს, საჭიროა ახალი ინიციატივები, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
ორბანმა აღნიშნა, რომ ხვალ ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომას დაესწრება. მისი თქმით, ეს ისტორიული მომენტია.
„უნგრეთისთვის პატივია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მშვიდობაზე ორიენტირებულ ინიციატივაში მონაწილეობა, რომელიც რეალური შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად. ისტორიული მომენტი: მოუთმენლად ველოდები ხვალ „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სესიას!“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
🕊️🌎 It is time for change. The old international structures meant to safeguard peace have lost their strength. New initiatives are required. Hungary was honoured to join President @realDonaldTrump's peace-focused initiative, aimed at delivering real results. A historic moment:… pic.twitter.com/rWKYZ9GMCb
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) February 18, 2026