Loading data...
ორბანი: უკრაინის ნატოში გაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს

უკრაინის ნატოში გგაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თავის X პლატფორმის გვერდზე დაწერა.

„უკრაინა ნატოში? ეს რუსეთთან ომს ნიშნავს, მეორე დღეს კი - მესამე მსოფლიო ომს“, - ნათქვამია პოლიტიკოსის პოსტში.

ორბანი, ასევე, ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და განაცხადა, რომ „უგუნური აჩქარება“ „ფრონტის ხაზის ევროპის გულში გადატანას“ გამოიწვევს.

„ეს დიპლომატია არ არის, ეს სიგიჟეა - ასანთს დენთის კასრში არ ჩაყრი. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ევროპა ბრძოლის ველად აქციონ“, - განაცხადა ორბანმა.