1763017457
უცხოეთი
ორბანი უკრაინის კორუფციულ სკანდალზე: უკრაინაში ოქროს ქოთანი აფეთქდა, იმას, რასაც ფრონტის ხაზზე არ ისვრიან, ომის მაფია იპარავს, ეს სიგიჟეა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში უკრაინის კორუფციულ სკანდალს გამოეხმაურა.
უნგრეთის პრემიერმა უკრაინის კორუფციულ სკანდალს - „ოქროს ქვაბის აფეთქება“ უწოდა.
„უკრაინაში ოქროს ქოთანი აფეთქდა. პრეზიდენტ ზელენსკისთან დაკავშირებული უკრაინული საომარი მაფიის ქსელი გამოაშკარავდა. ენერგეტიკის მინისტრი უკვე გადადგა და პირველი კლასის ბრალდებულმა უკრაინა დატოვა. ეს არის ის არეულობა, რომელშიც ბრიუსელი ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულის ჩადებას ცდილობს. იმას, რასაც ფრონტის ხაზზე არ ისვრიან, ომის მაფია იპარავს. ეს სიგიჟეა. ჩვენ არ ვაგზავნით უნგრელი ხალხის ფულს უკრაინაში. დროა ბრიუსელმა საბოლოოდ გაიგოს სად იხარჯება მათი ფული“, - წერს ორბანი.