Loading data...
ორბანი: უკრაინის დაცემა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის დამარცხებით არ არის დაინტერესებული, რადგან ეს უნგრეთისთვის სერიოზულ პრობლემად იქცევა.

როგორც ორბანის პოსტშია ნათქვამი, უკრაინის დაცემა „უნგრეთისთვის კატასტროფა იქნებოდა“.

„უკრაინის დამარცხება სერიოზული პრობლემა იქნება უნგრეთისთვის, ამიტომ უკრაინის დაცემა არა მხოლოდ არ შედის უნგრეთის ინტერესებში, არამედ ჩვენ შესანიშნავ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, რათა ეს არ მოხდეს“, - აღნიშნავს ორბანი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყანაში სტაბილურობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უნგრეთისთვის, რომელიც მას ელექტროენერგიითა და გაზით ამარაგებს.

„ამასობაში, ომი ყოველდღიურად ასუსტებს უკრაინას. მშვიდობა ერთადერთია, რასაც შეუძლია მისი გაძლიერება. ყველა, ვინც ჭეშმარიტად უჭერს მხარს უკრაინას, უნდა ისწრაფოდეს მშვიდობისკენ და ისწრაფოდეს მისთვის დაუყოვნებლივ“, - დასძინა უნგრეთის პრემიერმა.