Loading data...
ორბანი: უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი.

ორბანის თქმით, მხარეები ომში სასტიკ დანაკარგებს განიცდიან, რომლებიც ასობით ათასია, მაგრამ არ სურთ შეთანხმება.

მისი აზრით, ამას ორი მიზეზი აქვს: ორივე ქვეყანას სჯერა, რომ შეუძლია გაიმარჯვოს და მათ სურთ იბრძოლონ ვიდრე, არ გაიმარჯვებენ.

„ორივე მხარეს საკუთარი სიმართლის სჯერა. უკრაინელებს თავდაცვის უფლების სჯერათ, რუსების თქმით კი, მათ საზღვარზე ნატოს ჯარები და იარაღი არ სურთ. ისინი პროვოცირებულ ომს ხედავენ. ისინი არ დანებდებიან, ეს პირდაპირ ესკალაციას იწვევს და მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.