1771416146
უცხოეთი
ორბანი: უკრაინა უნგრეთს აშანტაჟებს, „დრუჟბას“ ნავთობსადენი დახურა, ჩვენ სტრატეგიული რეზერვების გამოყენება გვჭირდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ „დრუჟბას“ ნავთობსადენით ტრანზიტთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყანას სტრატეგიული რეზერვების გამოყენებას აიძულებს.
„უკრაინა უნგრეთს აშანტაჟებს. მან „დრუჟბას“ ნავთობსადენი დახურა. სტრატეგიული რეზერვების გამოყენება გვჭირდება. ეს დღევანდელი მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პირველი საკითხია“, - აცხადებს უნგრეთის პრემიერი.