Loading data...
ორბანი: თუ ევროპას ნამდვილი მშვიდობა სურს, საომარი გეგმები უნდა გაუქმდეს და ყველაფერი თავიდან გადაიხედოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მშვიდობა უნდა იყოს მიღწეული და შემდეგ – ძალით გამყარებული.

„თუ ევროპას ნამდვილი მშვიდობა სურს, მისი საომარი გეგმები უნდა გაუქმდეს და ყველაფერი თავიდან უნდა გადაიხედოს. მშვიდობა უნდა იყოს მიღწეული და ის ძალით უნდა იყოს გამყარებული. დროა, ევროპა საღი აზრის გზას დაადგეს!“, – წერს ორბანი X-ზე.