ორბანი ტრამპის „სამშვიდობო გეგმაზე“: ბუდაპეშტში სამშვიდობო სამიტი ახლოვდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ გამოქვეყნება მნიშვნელოვან პროცესებს იწყებს, რაც საბოლოოდ ბუდაპეშტში მშვიდობის სამიტამდე მიგვიყვანს. ორბანმა, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირად შეხვედრაზე მიანიშნა.
ორბანი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალი „სამშვიდობო გეგმის“ გამოქვეყნების შემდეგ „მომდევნო 2-3 კვირა გადამწყვეტი იქნება“.
„რაღაც იწყება, ბუდაპეშტში მშვიდობის სამიტი ახლოვდება“, - აღნიშნა მან.
მან ასევე გაიმეორა თავისი დიდი ხნის თეზისი, რომ „არ უნდა დავუშვათ ევროპის ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში“. მისი აზრით, ამერიკული მხარის გეგმა „არა მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენას და მოუგებელ ომზე ფულის დახარჯვის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, არამედ ევროპის ომში ჩარევის თავიდან აცილებასაც“.