1774431959
უცხოეთი
ორბანი: სანამ უკრაინა არ გვაწვდის ნავთობს, ისინი უნგრეთიდან გაზს ვერ მიიღებენ
ბუდაპეშტმა უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
როგორც ორბანი აცხადებს, გაზის მიწოდება უკრაინისთვის შეჩერებული იქნება მანამ, სანამ უნგრეთი უკრაინის გავლით ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიღებას არ დაიწყებს.
„სანამ უკრაინა არ გვაწვდის ნავთობს, ისინი უნგრეთიდან გაზს ვერ მიიღებენ. დავიცვათ უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება, დავიცვათ ფასები ბენზინსა და გაზზე“, - წერს უნგრეთის პრემიერი.