Loading data...
ორბანი: მოუთმენლად ველით მშვიდობაზე საუბარს და პრეზიდენტ ტრამპთან ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პაკეტის დასრულებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

„მომავალ კვირას ვაშინგტონში უნგრული დღე გვექნება!

ჩვენი დელეგაცია ჩვენს კოლეგებთან ერთად უნგრულ-ამერიკული ურთიერთობების სრულ მიმოხილვას გამართავს. მოუთმენლად ველით მშვიდობაზე საუბარს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პაკეტის დასრულებას. მოდით, საქმეები გავაკეთოთ!“, - დაწერა ორბანმა X-ზე.