1772297475
უცხოეთი
ორბანი: ირანის მონაწილეობით მიმდინარე ომმა „დრუჟბას“ ნავთობსადენის მნიშვნელობა გააორმაგა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ ზელენსკის, დაუყოვნებლივ განაახლოს ნავთობის მიწოდება უნგრეთში
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს, ირანსა და ისრაელს შორის ომის დაწყების შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისთვის ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით რუსული ნავთობის მიღება. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
„ირანის მონაწილეობით მიმდინარე ომმა „დრუჟბას“ ნავთობსადენის მნიშვნელობა გააორმაგა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ ზელენსკის, დაუყოვნებლივ განაახლოს ნავთობის მიწოდება უნგრეთში“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
The war involving Iran has doubled the importance of the Friendship oil pipeline. Once again, I call on President @ZelenskyyUa to immediately resume oil deliveries to Hungary! pic.twitter.com/L8kVglAXuZ
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) February 28, 2026