Loading data...
ორბანი: ევროპა ომისთვის არ ემზადება, ის უკვე საომარ მდგომარეობაშია

„ევროპა რუსეთთან ომს არ აპირებს, ის რუსეთთან უკვე ომობს“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. 

ორბანის მტკიცებით, ბრიუსელს სურს, რუსეთი უკრაინულ მიწაზე ნებისმიერ ფასად დაამარცხოს, უკრაინა კი ომში უნგრეთის ჩათრევას ცდილობს.

„ისინი ცდილობენ დაამარცხონ რუსეთი უკრაინულ მიწაზე ნებისმიერ ფასად - იარაღი, ფული. ახლა უკვე სამხედროების გაგზავნასაც აპირებენ უკრაინაში საჭიროების შემთხვევაში. ევროპა ომისთვის არ ემზადება, ის უკვე საომარ მდგომარეობაშია“, - განაცხადა ორბანმა.