ორბანი: ევროპა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისისკენ მიემართება, ერთადერთი გამოსავალი რუსულ ენერგეტიკაზე დაწესებული სანქციების მოხსნაა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული კრიზისის გათვალისწინებით, ევროკავშირმა რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის დაწესებული სანქციები დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს. ამის შესახებ მან X-ში დაწერა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პოლონელი კოლეგის დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან სხვა საკითხებთან ერთად ორბანის მიერ უკრაინისთვის სესხის დაბლოკვა ახსენა.
„ევროპა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისისკენ მიემართება. მსოფლიო სერიოზული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. ევროპა სერიოზულ საფრთხეშია. ერთადერთი გამოსავალი რუსულ ენერგეტიკაზე დაწესებული სანქციების მოხსნაა. დაუყოვნებლივ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე. ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ!“, - წერს ორბანი.
Europe is heading toward one of the most severe economic crises in its history. The world is facing a serious energy crisis. Europe is in grave danger. The only way out is to lift the sanctions imposed on Russian energy. Immediately. We must think not about Putin, but about our… https://t.co/LQUMlknqIQ
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) April 2, 2026