Loading data...
ორბანი ევროკავშირის ქვეყნებს: თუ დააფიქსირეთ დრონები, რომლებიც თქვენს სახელმწიფოს არ ეკუთვნის, ჩამოაგდეთ ისინი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ დრონები, რომლებიც  ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე დაფრინავენ და რომლებიც ამ ქვეყნებს არ ეკუთვნის, უნდა ჩამოაგდონ. ამის შესახებ ორბანმა კოპენჰაგენში ევროპული საბჭოს არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ორბანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებმა მათი საჰაერო სივრცის დამრღვევი დრონები უნდა ჩამოაგდონ.

„ჩამოაგდეთ ისინი! სულ ესაა. თუ დააფიქსირეთ დრონები, რომლებიც თქვენს სახელმწიფოს არ ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ჩამოაგდეთ“, - განაცხადა ორბანმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხის გაცემისას.