Loading data...
ორბანი: დღეს ჩვენ მთელ მსოფლიოს ვუგზავნით გზავნილს - უნგრეთი უარს ამბობს ომზე, ჩვენ უკრაინისთვის არ დავიხოცებით

„დღეს ჩვენ მთელ მსოფლიოს ვუგზავნით გზავნილს: უნგრეთი უარს ამბობს ომზე“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, უნგრეთი საკუთარ შვილებს ბრიუსელის ბრძანებით სასაკლაოზე არ გაუშვებს.

„ბუდაპეშტის მშვიდობის მარშის დღე დადგა. დღეს ჩვენ მთელ მსოფლიოს ვუგზავნით გზავნილს: უნგრეთი უარს ამბობს ომზე. ჩვენ უკრაინისთვის არ დავიხოცებით. ჩვენ არ გავუშვებთ ჩვენს შვილებს სასაკლაოზე ბრიუსელის ბრძანებით“, - წერს უნგრეთის პრემიერი.