Loading data...
ორბანი ბრიუსელზე: არ აწუხებთ რუსული საომარი მანქანის წინსვლა, ევროპის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, უნგრეთი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება ბრიუსელის ზეწოლას

„ბრიუსელი უკან არ იხევს, კომისიამ გუშინ უკრაინის დაფინანსების გეგმა წარადგინა, ვიწყებთ ეროვნული პეტიციის შემუშავებას, უნგრეთი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება ბრიუსელის ზეწოლას“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც უნგრეთის პრემიერი წერს, ბრიუსელს არ აწუხებს რუსული საომარი მანქანის წინსვლა, ევროპის მძიმე ფინანსური მდგომარეობა და ევროპის მოქალაქეების შეხედულებები.

„ბრიუსელი უკან არ იხევს. გუშინ კომისიამ უკრაინის დაფინანსების გეგმა წარადგინა. ამით ისინი უგულებელყოფენ არა მხოლოდ დეკემბერში ევროკავშირის სამიტის შედეგებს, არამედ თავად რეალობასაც. ისინი რუსული რეპარაციების შესახებ ოცნებობენ და კვლავ ომის დაფინანსებასა და უკრაინისთვის უპირობო დაფინანსების მიწოდებაზე არიან ორიენტირებული.

არ აწუხებთ რუსული საომარი მანქანის წინსვლა, ევროპის მძიმე ფინანსური მდგომარეობა ან ევროპის მოქალაქეთა შეხედულებები. ისინი ომის გზას ადგანან. ევროპაში თითქმის არ დარჩენილა ისეთი მთავრობა, რომელსაც მათ წინააღმდეგ წასვლა შეუძლია.

უნგრეთი გამონაკლისია. ბოლო წლებში ჩვენ ვისწავლეთ საკუთარი თავის დაცვა. ფინანსური კრიზისის დროს, დამზოგველი ზომების ნაცვლად, სამუშაოზე დაფუძნებული ეკონომიკა და ოჯახზე ორიენტირებული მოდელი ავირჩიეთ. მიგრაციული კრიზისის დროს ჩვენ საზღვრები დავხურეთ და მას შემდეგ არალეგალი მიგრანტები გარეთ არიან. ომის დაწყებიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რომ უნგრეთი კონფლიქტიდან და მისი დაფინანსებიდან გაგვეყვანა. ბრიუსელი ამის მშვიდად ჩავლას არ დაუშვებს. გუშინდელმა განცხადებამ ეს ნათლად აჩვენა. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ეროვნული პეტიციის შემუშავებას.

უნგრეთი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება ბრიუსელის ზეწოლას. ჩვენ გვჯერა, რომ ომის, მშვიდობისა და ჩვენი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენი ხალხის მხარდაჭერითა და ჩართულობით უნდა იქნეს მიღებული. სწორედ ამ გზით გავაგებინებთ ჩვენს პოზიციას ევროპასა და მსოფლიოს“, - წერს უნგრეთის პრემიერი.