Loading data...
ორბანი: ბრიუსელსა და კიევს უნგრეთში ისეთი მთავრობა სურთ, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს

„ბრიუსელსა და კიევს უნგრეთში ისეთი მთავრობა სურთ, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პლატფორმა X-ზე. 

როგორც ორბანი აცხადებს, უნგრეთი ამ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს. 

„ჩვენ უარს ვაცხადებთ! ჩვენ უკრაინაში ჯარისკაცებს, იარაღს ან ფულს არ გავგზავნით. მათ სურთ სესხები და უფრო მაღალი შენატანები, რაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებსაც კი ვალებში დამარხავს,“ – აცხადებს ორბანი.