Loading data...
ორბანი აცხადებს, რომ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება შეიძლება რუსეთ-ევროპის ომის მაუწყებელი გახდეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ფიქრობს, რომ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება შეიძლება რუსეთ-ევროპის ომის მაუწყებელი გახდეს. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის მეთაურმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

როგორც ორბანმა აღნიშნა, გასულ კვირას ევროპელ ლიდერებს შეხვდა, 27 ოქტომბერს კი შეხვედრა გამართა რომის პაპთან და იტალიის პრემიერ-მინისტრთან.  

„საკუთარი თვალით ვნახე, რომ დღეს ყველა ევროპელი ლიდერი ომზე ფიქრობს.

ევროპას ენერგია და ფული ეწურება. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, ვინ დააფინანსებს ომის შემდეგ უკრაინის დარჩენილ ნაწილს. ვის აქვს ფული? ევროკავშირის რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან მზად, მილიარდობით ევრო გაუგზავნონ უკრაინას, რომელსაც საკუთარი თავის რჩენა არ შეუძლია?“, - დაწერა მან.

მისი თქმით, ბრიუსელში ამ მიზნით „ახალი სასწაულმოქმედი იარაღი“ გამოჩნდა: ევროპაში რუსეთის სავალუტო რეზერვების კონფისკაცია და გამოყენება.

„ეს არის რუსეთ-ევროპის კონფლიქტი, რომელიც შეიძლება ომის მაუწყებლად იქცეს. მხოლოდ რუსეთსა და ევროპას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები შეძლებს კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას. ჩვენ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრების დროსაც მოვითხოვეთ“, - დასძინა ორბანმა.