Loading data...
ორბანი: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიში ავლენს ბრიუსელიდან მომდინარე ცენზურასა და საარჩევნო ჩარევას მთელ ევროპაში

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიში ავლენს ბრიუსელიდან მომდინარე ცენზურასა და საარჩევნო ჩარევას მთელ ევროპაში, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი წერს. 

„ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, მოსყიდული ჟურნალისტები, მანიპულირებული ალგორითმები, დივერსიულ სქემებში ჩადებული მილიონობით ევრო – ეს არის რეალური საფრთხე თავისუფლებისა და ხალხის სუვერენული ნებისთვის, ჩვენ ამას არ შევეგუებით“, - წერს ორბანი.