Loading data...
ორბანი აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს შეცდომად მიიჩნევს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ უნგრეთის გადმოსახედიდან, აშშ-ის სანქციები რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ შეცდომა იყო.

ორბანმა განაცხადა, რომ მალე ვაშინგტონში ჩავა, რათა დონალდ ტრამპთან ერთად რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები განიხილოს.

„ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, როგორ ავაშენოთ მდგრადი სისტემა ჩემი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან უნგრეთი ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე. მათ გარეშე ენერგომატარებლების ფასები მკვეთრად გაიზრდება, რაც ჩვენი მარაგების დეფიციტს გამოიწვევს“, - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

კითხვაზე, ხომ არ წავიდა ტრამპი „ზედმეტად შორს სანქციების დაწესებით და ხომ არ დაუშვა ტრამპმა შეცდომა“, ორბანმა უპასუხა: „უნგრეთის თვალსაზრისით, დიახ. ამიტომ, ჩვენ ვეცდებით, ვიპოვოთ გამოსავალი, განსაკუთრებით უნგრეთისთვის“.