1787602835
უცხოეთი
ონტარიოს პრემიერი აშშ-ს ელექტროენერგიისა და კრიტიკული მინერალების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება
„ონტარიოს პრემიერ-მინისტრმა დაგ ფორდმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ კანადურ პროდუქციაზე ტარიფების გაზრდის შემთხვევაში, კანადა საპასუხო ზომებს მიიღებს და აშშ-ს ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს“, - ამის შესახებ Skynews-ი იუწყება.
„ჩვენ მათ დავუპირისპირდებით. თუ მათ სურთ ეკონომიკური ომი, ჩვენ მზად ვართ. ჩვენ მათ ელექტროენერგიას შევუწყვეტთ. სჯობს, ბატარეების შეკვრა მოიმარაგონ“, - განაცხადა ონტარიოს პრემიერმა.
ფორდის თქმით, ონტარიო ელექტროენერგიით აშშ-ის დაახლოებით 1.5 მილიონ სახლსა და ბიზნესს ამარაგებს. მან ასევე განაცხადა, რომ პროვინციას შეუძლია შეერთებულ შტატებს კრიტიკული მინერალების მიწოდებაც შეუზღუდოს.
„ონტარიოდან ქვიშის ერთ მარცვალსაც კი ვერ მიიღებთ“, - აღნიშნა ფორდმა.