Loading data...
„ომის აქტად ჩაითვლება“ - ირანი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს ევროპულ ქვეყნებს, არ მიიღონ მონაწილეობა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციაში და აცხადებს, რომ ეს „ომის აქტი“ იქნება.

„ეს ომის აქტი იქნება. ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ასეთი ქმედება აგრესორებთან თანამონაწილეობად ჩაითვლება. ეს ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება“, - განუცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ ჟურნალისტებს.