1770371351
უცხოეთი
ომანში აშშ-ირანის მოლაპარაკებები გაიმართა
ომანის დედაქალაქ მასკატში აშშ-ირანის მოლაპარაკებები გაიმართა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
ირანის დელეგაციას ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაქჩი ხელმძღვანელობს. აშშ-ის დელეგაციაში შედიოდნენ დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ტრამპის მრჩეველი ჯარედ კუშნერი და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური მეთაურობის ხელმძღვანელი ადმირალი ბრედ კუპერი.
წინასწარ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, შეხვედრაზე ირანის ბირთვული პროგრამა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემსუბუქება განიხილებოდა.