1774680832
უცხოეთი
ოდესაზე რუსული ძალების საჰაერო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსული ძალების მიერ 27-28 მარტს, ღამით, ოდესაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვია. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის ცნობით, ჭურვი პრიმორსკის რაიონში სამშობიაროს შენობის სახურავს მოხვდა. მისივე ცნობით, მოგვიანებით პერსონალის და პაციენტების ევაკუაცია მოხდა. მიღებული ტრავმების შედეგად ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
იმავე რაიონში დრონი მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა. აფეთქების შედეგად მიმდებარე სახლებში მინები ჩაიმსხვრა. დაზიანებულის სამი სასწავლო დაწესებულება. ასევე დრონი მრავალსართულიან სახლს ჰაჯიბეისკის რაიონშიც მოხვდა.