1751092872
უცხოეთი
ოდესაზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის მრავალსართულიან სახლზე დრონებით იერიში მიიტანეს. დაიღუპა ორი და დაიჭრა ექვსი ადამიანი. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
როგორც ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ კიპერმა განაცხადა, მაშველებმა ნანგრევებიდან მეუღლეების ცხედრები ამოიყვანეს.
რუსული დრონები 21-სართულიანი სახლის მე7, მე8 და მე-9 სართულებს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ამჟამად, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.