1774731455
უცხოეთი
ოდესაზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი გაიზარდა
ოდესაზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 2-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ოდესის ოლქის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.
„ოდესაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. დაიღუპა ორი ადამიანი“, - აღნიშნა კიპერმა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამ დროისთვის სამედიცინო დახმარებას 14 ადამიანი იღებს, მათგან ორი კი მძიმე მდგომარეობაშია.
ინფორმაციისთვის, 28 მარტს რუსულმა ძალებმა ოდესაზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის ცნობით, ჭურვი პრიმორსკის რაიონში სამშობიაროს შენობის სახურავს მოხვდა.