1777270828
უცხოეთი
ოდესაზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად არიან დაშავებულები
უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები და ავტომობილები. ქალაქს დაახლოებით 50 დრონით შეუტიეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის ცნობით, შეტევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა.
უკრაინის ვიცე-პრემიერის, ალექსეი კულებას ცნობით, შეტევები ოდესის საპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.