1777281782
უცხოეთი
ოდესაზე რუსების იერიშის შედეგად ორი ბავშვი დაშავდა - უკრაინული მხარე
„ოდესაზე რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებული მშვიდოაბიანი მოქალაქეები რიცხვი 14-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია“, - განაცხადა რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსების იერიშის შედეგად დაშავებულებს შორის 10 წლის გოგონა და ერთი წლის ბიჭია.
ცნობისთვის, გასულ ღამეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები და ავტომობილები.
ქალაქს დაახლოებით 50 დრონით შეუტიეს.