Loading data...
ოდესაში უამინდობამ 9 ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

უკრაინის დასავლეთ ნაწილში სტიქიას ებრძვიან.

როგორც უკრაინული მედია წერს, ოდესაში უამინდობის შედეგად ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა.

„თითქმის 24 საათის განმავლობაში მაშველები ოდესასა და ოდესის რეგიონში სტიქიის შედეგებს ებრძოდნენ. დაღუპულია 9 ადამიანი და მათ შორის არის 1 ბავშვი“, - აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

უკრაინის საგანგებო სამსახურის პრესსპიკერის მარინა ავერინის თქმით, სტიქიის შედეგად შენობის სარდაფში მცხოვრები ოჯახის ხუთივე წევრი დაიღუპა. 

ამასთან, მისივე თქმით, გზაზე მიმავალი სამი ქალი წყლის ძლიერმა დინებამ წაიღო.