Loading data...
ოდესაში კაცი დააკავეს, რომელიც სამხედრო დრონებს ყიდდა

ოდესაში ახალგაზრდა კაცი დააკავეს, რომელიც სამხედრო დრონების გაყიდვით იყო დაკავებული. ამისთვის კაცი ლომბარდებსა და ინტერნეტს იყენებდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი სასაზღვრო ქვედანაყოფის უფროსს 2 წლის განმავლობაში საწყობიდან რეგულარულად ტექნიკა გამოჰქონდა.

საუბარია DJI Mavic ტიპის 60 დრონზე. ასევე ვიდეოკამერებზე, ლეპტოპებზე და მართვის სადგურებზე. დაკარგული ნივთების საერთო ფასი დაახლოებით 5,5 მლნ გრივნაა. (125 ათასი აშშ დოლარი).

ნივთების დაკარგვა ინვენტარიზაციის დროს აღმოაჩინეს. ქურდობაში ეჭვმიტანილს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.