1745590047
უცხოეთი
„ნუ იქნებით ჩემბერლენი“ - სიკორსკიმ დუდა უკრაინის დათმობებზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი პრეზიდენტ ანჯეი დუდას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების დროს გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს.
Euronews-თან ინტერვიუში დუდამ განაცხადა, რომ უკრაინას, „გარკვეული თვალსაზრისით, დათმობებზე წასვლა მოუწევს, რადგან ეს, სავარაუდოდ, მოხდება“.
საპასუხოდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტს ურჩია, „არ ყოფილიყო ჩემბერლენი“.
„მე ვურჩევ პრეზიდენტ დუდას, ამ ომში ჩემბერლენივით არ მოიქცეს“, - წერს სიკორსკი სოციალურ ქსელ X-ზე.