„ნუ გამოგვცდით“ - ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანმა, შესაძლოა, არჩევნების ჩაშლა სცადოს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ირანმა ან მისმა ერთ-ერთმა მოკავშირემ, შესაძლოა, უახლოეს დღეებში ისრაელზე თავდასხმა განახორციელოს.
„ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან როგორც თავდაცვისთვის, ასევე, შეტევისთვის“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ ირანმა და მისმა მოკავშირეებმა, შესაძლოა, არჩევნების ჩაშლის მიზნით თავდასხმები სცადონ.
„ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, ჩვენმა მტრებმა ირანმა და მისმა მოკავშირეებმა, შესაძლოა, არჩევნების ჩაშლის მიზნით თავდასხმები სცადონ. მათ ვაფრთხილებ: ნუ გამოგვცდით. თქვენ მიიღებთ დარტყმებს, რომელთა მასშტაბიც ყოველგვარ წარმოდგენას გადააჭარბებს და რომლებიც გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ეს თქვენ წინააღმდეგ გადამწყვეტი დარტყმა იქნება. ნუ შეგვაფასებთ არასწორად და ნუ გამოგვცდით“, - აცხადებს ისრაელის პრემიერი.