Loading data...
ნოვოროსიისკის პორტში დრონებით იერიშის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკის პორტზე უკრაინულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ნოვოროსიისკის მერის ანდრეი კრავჩენკოს ცნობით, დრონის ნამსხვრევები საწარმოს ტერიტორიაზე და საცხოვრებელი სახლის მახლობლად ჩამოვარდა. შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოცემა ASTRA-ს ცნობით, საჰაერო იერიშის შემდეგ მაზუთის ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა. ეს ნოვოროსიისკის სატრანსპორტო კვანძის ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა.

ნოვოროსიისკი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი პორტია. ის რუსეთის საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ჰაბია. ნოვოროსიისკის გავლით მსოფლიო ბაზარზე რუსეთის ხორბლის მესამედის ექსპორტი ხორციელდება, ასევე აქედან გადის ნავთობი, ლითონები და საკონტეინერო ტვირთები.