Loading data...
ნორვეგიის ტრომსეს აეროპორტში ევაკუაცია ხელყუმბარის ფორმის სანთებელას აღმოჩენის გამო განხორციელდა

ნორვეგიის ტრომსე-ლანგნესის აეროპორტიდან ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების შემოწმების დროს საეჭვო ობიექტი აღმოაჩინეს.

როგორც მედია წერს, უსაფრთხოების კონტროლის გავლისას, რენტგენის აპარატმა ერთ-ერთი მგზავრის ბარგში საეჭვო ნივთი დააფიქსირა. შემოწმების შემდეგ ობიექტი ხელყუმბარის ფორმის სანთებელა აღმოჩნდა.

პოლიციამ ტერმინალის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ნივთის შემოწმებისა და უსაფრთხოების დადასტურების შემდეგ, დაახლოებით 15 წუთში განგაში მოიხსნა.