1787903353
უცხოეთი
ნორვეგიის მეფე ჰარალდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
ნორვეგიის მეფე ჰარალდ მეხუთე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნორვეგიის სამეფო სასახლის ცნობით, ჰარალდ V პარასკევს ოსლოს ეროვნულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასახლის სახურავზე სამეფო დროშა დაშვებულია.
სასახლის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ და გარდაცვლილი მეფის ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები მიიტანეს.
ჰარალდ მეხუთე ტახტზე 35 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მონარქად ითვლებოდა.