Loading data...
ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში შტორმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

აშშ-ის ქალაქებში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში შტორმის შედეგად ქუჩები და სახლები დაიტბორა, დაიღუპა ერთი ადამიანი, 100 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ BBC იუწყება.

წყალდიდობა შტორმმა „ნორდ-ოსტმა“ გამოიწვია. ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის რამდენიმე რაიონში ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დაღუპული ბრუკლინის 56 წლის მკვიდრი იყო. ძლიერი ქარის დროს მას ხე დაეცა. ქარის სიჩქარე 130 კმ/სთ-ს აღწევდა.

ყველაზე მეტად სანაპირო ზოლი დაზარალდა. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ წყალდიდობის საფრთხე შენარჩუნებულია. მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.