Loading data...
ნიუ-იორკის მოხუცთა თავშესაფარში 95 წლის ქალმა 89 წლის ქალი მოკლა

ნიუ-იორკში მდებარე კონი-აილენდის მოხუცთა თავშესაფარში 95 წლის გალინა სმირნოვა 89 წლის ნინა კრავცოვას თავს დაესხა და მოკლა. თავდასხმის დროს მან შშმ პირის ეტლის რკინის ნაწილი გამოიყენა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

კრავცოვა თავში მიყენებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მისი შვილი ამბობს, რომ ქალი გეტოში გაიზარდა, მან თითქმის მთელი ოჯახი დაკარგა. შემდეგ კი მედდად მუშაობდა და ერთ შვილს ზრდიდა. ნინა კრავცოვა აშშ-ში წავიდა, რათა შვილს უკეთესი ცხოვრება ჰქონოდა.

სმირნოვა დააკავეს და მას განზრახ მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გალინა სმირნოვას დემენცია აქვს. ქალებს შორის კონფლიქტის დეტალები უცნობია.