ნიუ-იორკის მერი: ფედერალურმა აგენტებმა მინეაპოლისში კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს, გააუქმეთ საიმიგრაციო სამსახური
ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი მინესოტაში მომხდარ მკვლელობას პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა.
მამდანის თქმით, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური უნდა გაუქმდეს.
„მაშინ როდესაც ამერიკაში ათიათასობით ადამიანი აპროტესტებს ძალადობას, რომელსაც ICE დაუსჯელად თესავს, ფედერალურმა აგენტებმა დღეს მინეაპოლისში კიდევ ერთ ადამიანს ესროლეს და მოკლეს. ICE ატერორებს ჩვენს ქალაქებს. ICE ყველას გვაყენებს საფრთხეში. გააუქმეთ ICE“, – აცხადებს მამდანი.
As tens of thousands across America protest the violence that ICE sows with impunity, federal agents shot and killed another person in Minneapolis today.⁰⁰ICE terrorizes our cities. ICE puts us all in danger. Abolish ICE.
— Mayor Zohran Kwame Mamdani (@NYCMayor) January 24, 2026
ინფორმაციისთვის, მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა კაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი.